თეგებით ძიება
10. 05. 2021 მსოფლიო

ჩინეთში დაკიდებული შუშის ხიდი ნაწილობრივ დაინგრა

ჩინეთში, ქალაქ ლუნცზინში ძლიერმა ქარმა შუშის დაკიდებული ხიდი დააზიანა, მაშინ როცა მასზე ტურისტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ხიდი, რომელსაც შუშის ფსკერი აქვს, მთა პიანზე, 100 მეტრის სიმაღლეზეა გაბმული. ძლიერმა ქარმა ხიდის რამდენიმე სექცია დაამსხვრია, რის შედეგადაც ერთ-ერთი ტურისტი ხიდიდან ვეღარ გადმოდიოდა.

კაცმა ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით ერთი საათი გაატარა, სანამ მაშველები უსაფრთხო ადგილას გადასვლაში არ დაეხმარნენ. ტურისტი ფიზიკურად არ დაშავებულა, თუმცა მას ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.

მომხდარის გამო კურორტზე ყველა ღირსშესანიშნაობის შემოწმება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა