თეგებით ძიება
10. 05. 2021 მსოფლიო

ქორწილში მისულ სტუმრებს საკვებითა და სასმელით მიტანილი საჩუქრის საფასურის მიხედვით გაუმასპინძლდნენ

ახალდაქორწინებული წყვილი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ქორწილში მისულ სტუმრებს მენიუ მათ მიერ საჩუქარში დახარჯული თანხის მიხედვით შესთავაზეს.

მოსაწვევ ბარათში ნათქვამი იყო, რომ 250 დოლარზე ნაკლები ღირებულების საჩუქარი სიყვარულის საჩუქრად ითვლებოდა და ყველა, ვინც ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდა სარეგისტრაციო დარბაზში მიირთმევდა ქათამს ან თევზის ჩხირებს.

ვერცხლის კატეგორია 250 დოლარიდან 500 დოლარამდე ღირებულების საჩუქარი – ამ კატეგორიაში მყოფ სტუმრებს არჩევანის საშუალება ექნებოდათ ორაგულის პაშოტსა და სტეიკს შორის.

ოქროს კატეგორია გახლდათ 500 დოლარიდან 100 დოლარამდე ღირებულების საჩუქარი – ამ შემთხვევაში საჩუქრის პატრონს არჩევანის გაკეთება შეეძლო ძვირფასი თევზის ფილესა და ლობსტერის კუდს შორის.

პლატინის პაკეტის მქონე სტუმარს, რომელსაც საჩუქარში 1000 დოლარზე მეტი ჰქონდა დახარჯული ერგებოდა ერთი კილოგრამი ლობსტერი და ძვირფასი შამპანური.

ინტერნეტს სივრცეში მოსაწვევი ბარათისა და აღნიშნული „მენიუს“ ფოტოს გავრცელების შემდეგ ახალდაქორწინებულები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და არ დაინდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა