თეგებით ძიება
10. 05. 2021 მსოფლიო

კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები გააუქმა

იმ ტურისტებისთვის, რომლებიც ვაქცინის ორი დოზით აიცრნენ, კვიპროსმა შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კვიპროსში ჩასვლისას მათ ტესტის წარდგენა და კარანტინში წასვლა არ დასჭირდებათ. ამჟამად საუბარია 65 ქვეყნის მოქალაქეებზე, მათ შორის ევროკავშირის წევრებზე, აშშ-ზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, რუსეთზე და სხვა ქვეყნებზე.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება ევროპის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. გერმანიაში 9 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა