თეგებით ძიება
10. 05. 2021 მსოფლიო

სექსუალური ორიენტაციის გამო ირანში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ირანში 20 წლის ალიზერა მონფარედი მოკლეს. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცის არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გახდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით ჰომოსექსუალი მამაკაცი, სავარაუდოდ, მისმა ძმებმა მოკლეს, რომლებმაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს.

რადიო „ფარდას“ ინფორმაციით, ძმების გარდა, მკვლელობაში მისი სხვა ნათესავებიც მონაწილეობდნენ. შემთხვევა ჰუზესტანის პროვინციაში მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მონფარედს თავი მოჰკვეთეს.


მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი ადამიანია დაკავებული. დაღუპულის პარტნიორი აგჰილ აბაიათი აცხადებს, რომ მონფარედი თურქეთში მასთან გამგზავრებას აპირებდა.

ჰომოსექსუალიზმისთვის ირანში სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. სექსუალური უმცირესობები ამ ქვეყანაში თავის ორიენტაციას მალავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა