თეგებით ძიება
11. 05. 2021 მსოფლიო

სომხეთის პარლამენტი დაიშალა

სომხეთში პარლამენტი (ეროვნული კრება) დაიშალა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

პროცედურის მიხედვით, თუ პარლამენტი პრემიერრ-მინისტრის კანდიდატურას ორჯერ არ დაამტკიცებს, ის იშლება და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ 25 აპრილს განაცხადა.

რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი მოაწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა