თეგებით ძიება
11. 05. 2021 მსოფლიო

იაპონიაში კორონავირუსით სახლში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

იაპონიაში ზაფხულის მოახლოებული ოლიმპიური თამაშების ფონზე პანდემია კიდევ უფრო მწვავდება. ბოლო 24 საათში ოსაკას პრეფექტურაში ინფიცირების 668, ხოლო ტოკიოში 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 1 თვის განმავლობაში საავადმყოფოს გარეთ, სახლში18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა უმეტესობა 60 წელს ზევით, ერთი კი 30 წლის იყო.

ეპიდემიოლოგები ოფიციალური პირები ხელისუფლებას კორონავირუსის მე-4 ტალღის შესაჩერებლად რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

იაპონიის მთავრობამ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე კორონავირუსის შესაკავებლად საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები ტოკიოსა და ოსაკას რეგიონებს, ასევე აიტისა და ფუკუოკას პრეფექტურებს შეეხო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა