თეგებით ძიება
11. 05. 2021 მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაშალა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოცხადდა. ამის შესახებ kommersant.ru იუწყება.

ახალი საპარლამენტო არჩევნები 11 ივლისს ჩატარდება. წინა არჩევნები 4 აპრილს ჩატარდა და მთავრობის ფორმირების უფლება მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ბულგარეთის ევროპული განვითარების მოქალაქეებმა“ მიიღო, მაგრამ მან ამ მანდატზე უარი განაცხადა. იგივე გადაწყვეტილება ოპოზიციურმა ბულგარეთის სოციალისტურმა პარტიამაც მიიღო.

ცნობისთვის, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 2020 წლის ივლისიდან ანტისამთავრობო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა