თეგებით ძიება
11. 05. 2021 მსოფლიო

თელ-ავივი დაბომბეს - "ჰამასმა" 130 რაკეტა გაუშვა

დაჯგუფება "ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის დაბომბვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიმართულებით 130-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

ქალაქში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო, ხოლო რაკეტების განეიტრალებას ისრაელი საჰაერო თავდაცვის სისტემებით ცდილობს, რომლის ეფექტურობაც 90 პროცენტია.

ცნობისთვის, 12 მაისის საღამოს პალესტინურმა დაჯგუფებამ, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზას სექტორში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, იერიშს თელ-ავივზე მიიტანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ღაზას სექტორში 13-სართულიან საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს ავიაიერიში.

ორშაბათს ღამით განახლებულ სამხედრო კონფლიქტს ამ დრომდე 30 ადამიანი ემსხვერპლა - 28 პალესტინელი და ისრაელის 2 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა