თეგებით ძიება
11. 05. 2021 მსოფლიო

"ვითარება არის სერიოზულად მძიმე! შედით დაცულ ოთახში" - ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება

საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ და დაცულ ადგილას შეაფარონ თავი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი.

"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼️
ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼️მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼️
შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
0526919092 დავით ჩაჩავა
0528888513 მიხეილ ბაბლუანი
0548620270 ნინო ჩანტლაძე
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.
შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან ისრაელი იბომბება, თელ-ავივის მიმართულებით დაჯგუფება "ჰამასმა" 130-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა