თეგებით ძიება
12. 05. 2021 მსოფლიო

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრის კენჭს

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ირანის ექსპრეზიდენტი მომხრეებთან ერთად შსს-ს რეგისტრაციის ცენტრს ეწვია, სადაც სარეგისტრაციო ფორმები შეავსო და რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ აჰმადინეჟადს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა აუკრძალა, თუმცა ის მაინც დარეგისტრირდა კანდიდატად, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა საარჩევნო ადმინისტრაციამ გააუქმა. ამჯერად ხამენეი აცხადებს, რომ არ იქნება რომელიმე კანდიდატურის დარეგისტრირების წინააღმდეგი, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციას კვლავ შეუძლია, აჰმადინეჟადის კანდიდატურა დაბლოკოს.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი პრეზიდენტის თანამდებობას 2005-2013 წლებში იკავებდა. მოქმედ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადა ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წელს არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა