თეგებით ძიება

კარანტინული აპათია: რატომ არ გინდა არაფრის კეთება და რატომ არ გყოფნის ძალები

კარანტინული აპათია: რატომ არ გინდა არაფრის კეთება და რატომ არ გყოფნის ძალები
დღე-ღამეში 10 საათი გძინავს, მაგრამ დილით თავს მაინც სუსტად და უხასიათოდ გრძნობ? არ გაქვს სურვილი, ივარჯიშო და საუზმე მოიმზადო, ან უბრალოდ ადგე საწოლიდან? შესაძლოა, სიზარმაცე კი არა, აპათია გჭირს.

თუკი ფიზიკურად ჯანმრთელი ხარ, ხოლო უენერგიობას განიცდი, დიდი ალბათობით, აპათია გჭირს - მდგომარეობა, როცა ადამიანი ყველაფრის მიმართ გულგრილია. ის გიკარგავთ მოტივაციას, მოქმედების სურვილს, ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას და თქვენს ყოველდღიურობას აყენებს საფრთხის ქვეშ.

საიდან მოდის აპათია
„ხუთოსნის სინდრომი“, როგორც ფსიქოლოგები და მწვრთნელები ამბობენ, პიროვნული ზრდისთვის საკმაოდ დამღლელია. ეს
ემოციურ რესურსს გვაცლის და ადამიანი იცლება ენერგიისგან. ხდება ნაკლებად ეფექტური, ფიქრობს დასვენებაზე. უმოძრაობა და ახალი შეგრძნებების არქონა, ფიზიკური აქტივობის უკმარისობა იწვევს აპათიას, ისევე, როგორც დაღლილობა.


როგორ მოვიქცეთ, თუკი არაფერი გვსურს
აპათიასთან გამკლავება შესაძლებელია საკუთარი ძალებით, თუკი სწორად მიუდგებით პრობლემას. პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოთ საკუთარი ქმედებების კრიტიკა. მართალია, რთულია, როცა ვადებში იწვებით და ვერ ასწრებთ საქმის მოგვარებას, მაგრამ უნდა აღიაროთ, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა უფრო გართულდეს და ბევრად ცუდი შედეგი მიიღოთ სახეზე. როგორ უნდა მოიქცეთ ამ პრობლემასთან გამკლავებისათვის?


არ შეგიძლია - არ გააკეთო
უფრო მარტივია სათქმელად, მაგრამ თუკი შესაძლებელია უკეთესი პერიოდისთვის რაიმეს გადადება, აუცილებლად გადადე. თუკი არ გსურს სახლში რაიმეს მომზადება, გამოიძახე პიცა. შეეცადე, თავს მეტი თავისუფლება მიანიჭო. ზოგჯერ ხანმოკლე შესვენება სრულიად საკმარისია ხასიათის დასაბრუნებლად.


ნუ ცდილობ საკუთარი თავის მოტივირებას
მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი ხდება, სამოტივაციო წიგნებსა და რესურსზე უარი უნდა თქვათ, ვინაიდან დიდია იმის ალბათობა, რომ კარგი იდეა ან ქმედება გააუფასუროთ აპათიის გამო. ხოლო ძალების მოსაკრებად უმჯობესია ამ დროს წიგნები ფილმებით ჩაანაცვლოთ, რომლებიც არ გაიძულებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას.


მიიღე სიამოვნება
ერთი შეხედვით, რჩევა უადგილოდ ჩანს იმ დროს, როცა ყველაფერი სულერთია, თუმცა მოუსმინე შენს თავს მეტი ყურადღებით. შესაძლოა, დიდი ხანია გინდოდა ქაფიანი აბაზანის მიღება, ყავის დალევა მზის გულზე და ამისათვის დრო არ გქონდა. ახლა კი ამისათვის საუკეთესო მომენტია.


გაანებივრე საკუთარი თავი ტკბილეულით
აპათიის დროს დიეტები და კალორიების დათვლა დაივიწყე. უმჯობესია სიამოვნებით მოიცვა თავი, საკვები კი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაა საკუთარი თავის გასაბედნიერებლად. შოკოლადი, ბანანი, ნუში, თხილი, ფორთოხალი - ეს პროდუქტები ენდორფინის გამოყოფაში ეხმარება ადამიანს. ამიტომ აუცილებლად მიირთვი და განწყობაც გაგიუმჯობესდება.


დაეხმარე ორგანიზმს მეტი დოფამინის მიღებაში
დოფამინი - ეს ნეირომედიატორია, რომელიც სხვადასხვა ქმედების სტიმულირებას ახდენს. ის გამომუშავდება მედიტაციის, საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს, როცა რაიმე საინტერესოს და ახალს ვიგებთ.


სპორტი და სუფთა ჰაერი
თვითიზოლაციის პერიოდში ის ფაქტი, რომ გარეთ ვერ გავალთ თავისუფლად, ვერ წავალთ კინოში, სკვერში, უკვე აპათიას იწვევს. გამოსავალი ამ სიტუაციაშიც არსებობს. ხშირად გაანიავე სახლი, ის ოთახი განსაკუთრებით, რომელშიც გიწევს ყოფნა. გააკეთე გაწელვები, შეგიძლია იცეკვო. 10-15 წუთი სრულიად საკმარისია განწყობის ასამაღლებლად.


სამწუხაროდ, უნივერსალური წამალი აპათიის არ არსებობს, თუმცა ყველა ადამიანი თავის თავზე მორგებულ მეთოდებს ცდის, რაც ეხმარება ფიზიკურ და სულიერ მხნეობაში. მთავარია, ყურადღებით თვალყური ადევნოთ თქვენს განწყობას და შენიშნოთ მომენტები, როდის გჭირდებათ შესვენება და როდის ენერგიით დამუხტვა.


წყარო: cosmo


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა