თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

„იერუსალიმი არის წითელი ხაზი, ის პალესტინის გული და მისი სულია“- მაჰმუდ აბასი

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის განცხადებით, იერუსალიმი პალესტინის გულია და არ იქნება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა, სანამ ის არ გათავისუფლდება ოკუპაციისგან.

მაჰმუდ აბასი აღნიშნავს, რომ პალესტინელები საკუთარ ქვეყანას არასდროს დატოვებენ და ისრაელის ოკუპაციას დაასრულებენ.

„იერუსალიმი არის წითელი ხაზი. ის პალესტინის გული და მისი სულია. მე სიტყვით მივმართავ კონკრეტულად ამერიკასა და ისრაელს, ჩვენ ყელში ამოგვივიდა, წადით ჩვენგან, დავტოვეთ. ჩვენ თქვენს თვალებში ეკალივით დავრჩებით, ჩვენს ქვეყანას არასდროს დავტოვებთ.

დღეს, ხვალამდე დავასრულებთ თქვენს ოკუპაციას. ჩვენ აღარ გავიმეორებთ იმას, რაც მოხდა 1948 წელს და არც იმას, რაც 1967 წელს მოხდა. შეიხ ჯარას არ დავტოვებთ, არ დაწყნარდება, არ არ დამშვიდდება“ – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა