თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია.

ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე შეძენილი ბიტკოინების გაყიდვას აპირებს.

ბოლო წლის განმავლობაში ბიტკოინის კურსი ხუთჯერ გაიზარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა