თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, ღაზას სექტორიდან, ჰამასმა და პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა, ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს.

აღნიშნულის შესახებ ისრაელის არმიის პრესმდივანმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რაკეტებიდან 400 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ კი ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების თითქმის 90 პროცენტი გაანეიტრალა.

ამასთან, თელ-ავივის ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზას სექტორში იერიში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 600-მდე სამიზნეზე მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა