თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

თელ-ავივის და იერუსალიმის დაბომბვა ჩვენთვის უფრო ადვილია, ვიდრე წყლის დალევა - „ჰამასი“

„ჰამასის“ წარმომადგენლები პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ თელ-ავივის და იერუსალიმის დაბომბვა მათთვის უფრო ადვილია, ვიდრე წყლის დალევა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

„ადამიანებო, რომლებიც იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ცხოვრობთ, შეებრძოლეთ მტერს, ყველა ფრონტზე. „ალ ქასამის“ ბრიგადა თქვენ გვერდზე დაგიდგებათ“ - განაცხადა „ალ-ქასამის“ ბრიგადის პრესმდივანმა აბუ ობეიდამ.

ობეიდას ინფორმაციით, დასავლეთ ნაპირზე, სადაც ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მან ამ რეგიონში მცხოვრებ პალესტინელებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, 10 მაისს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დაწყებიდან ღაზას სექტორში 67 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხარეს 7 დაღუპულია. საერთო ჯამში „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა