თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 1750 რაკეტა გაუშვეს

ებრაული მხარის ინფორმაციით, კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1750-მდე რაკეტა გაუშვეს, აქედან დაახლოებით 300 პალესტინური ანკლავის ტერიტორიაზე აფეთქდა.

მათივე ცნობით, ასობით რაკეტა ისრაელის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ გაანადგურა.

ღაზას სექტორში სიტუაცია ორშაბათს დაიძაბა, რის შემდეგაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები ყოველდღიურად მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტებიც. საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელის 6 მშვიდობიანი მოსახლე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. თავის მხრივ ისრაელმაც განახორციელა ღაზას სექტორის მიმართულებით თავდასხმები, რის შედეგადაც დაჯგუფება "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" რამდენიმე მეთაური და მებრძოლი დაიღუპა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიაშეტევებს 87 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა