თეგებით ძიება
13. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელში ჯავშანტენიკის გადაადგილება დაიწყო - მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის

ღაზას სექტორში კონფლიქტი გრძელდება. ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით, მთლიანობაში 1700-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ისრაელის ქალაქებში გამუდმებულად ისმის განგაშის ხმა.

ისრაელი ღაზას საზღვართან დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის.

"ეს მოსამზადებელი სვლაა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი, ჯონათან კონრიკუსი.

ისრაელში გამოიძახეს არმიის 3 000 რეზერვისტი, საზღვარზე მყოფ სამხედროებს კი განუცხადეს, რომ ისინი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ.

ღაზას სექტორში სიტუაცია ორშაბათს დაიძაბა, რის შემდეგაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები ყოველდღიურად მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტებიც. საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელის 6 მშვიდობიანი მოსახლე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. თავის მხრივ ისრაელმაც განახორციელა ღაზას სექტორის მიმართულებით თავდასხმები, რის შედეგადაც დაჯგუფება "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" რამდენიმე მეთაური და მებრძოლი დაიღუპა. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ავიაშეტევებს 87 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა