თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

არაბებს და ებრაელებს შორის შეტაკებები გრძელდება, სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს

ისრაელის ქალაქებში არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიის, Times of Israel-ის ცნობით, პოლიციამ არეულობის ათობით მონაწილე დააკავა.

გამოცემის ცნობით, ქალაქ ხაიფას მახლობლად მდებარე დასახლება მუსმუსში სამართალდამცველებმა 11 ადგილობრივი დააკავეს, რომლებიც ქვებს ისროდნენ, საბურავებს წვავდნენ და შუქნიშნებს აზიანებდნენ.

პოლიცია აცხადებს, რომ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რა საშუალებები.

პოლიციის განცხადებით, დანით შეიარაღებული ორი ადამიანია დაკავებული თელ ავივში, ბეერ-შევაში კი სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. ისინი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა