თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელში დაშავებული ქართველი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ისრაელში, ქალაქ აკოში მძიმედ დაშავებული ქართველი ებრაელი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი განცხადებით, დედასთან მიდიოდა, რა დროსაც აგრესიულად განწყობილი არაბები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი გაღიზიანება მანქანაზე ისრაელის დროშის დანახვამ გამოიწვია.

"დედასთან მივდიოდი, როგორც კი ჩემ მანქანაზე ისრაელის დროშა დაინახეს ქვებით თავს დამესხნენ, ავტომობილის მართვა ვეღარ შევძელი, ამის შემდეგ მომმვარდნენ და პირდაპირ სახეში ქვებს და აგურებს მირტყამდნენ, მეგონა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი, მათ დანებიც ჰქონდათ. მე დედაჩემის სახლისკენ გავრბოდი, თუმცა ისინი მაინც მომსდევდნენ, ბოლოს ისევ ჩემმა არაბმა მეზობელმა მიშველა, მათ შეძლეს ჩემი გადარჩენა", - თქვა მურ ჯანაშვილმა.

დაშავებული ქართველი ებრაელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება სადაც ინტენსიურ მკურნალობას გადის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა