თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

დღევანდელი დღე, შეიძლება, იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს - საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ვარაუდობს, რომ დღევანდელი დღე, შესაძლოა, იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს. ჟვანია განმარტავს, რომ დღეს მუსლიმური დღესასწაულია და შეიძლება, ექსტრემისტულმა ჯგუფებმა ამბოხება მოაწყონ:

"დღეს არის უდიდესი მუსლიმური დღესასწაული, დღევანდელი დღე, შეიძლება, იერუსალიმში არეულობის დღედ იქცეს და შეიძლება ექსტრემისტულმა ჯგუფებმა აიღონ ინიციატივა და ხალხის გარკვეული ნაწილის ამბოხება შეძლონ. ამისთვის ისრაელის პოლიცია და ჯარი მზად არის. პირობას გვაძლევენ, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებარება,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა