თეგებით ძიება
14. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა

ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, ავსტრიის მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშა აღიმართა. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.

„ისრაელისადმი სოლიდარობის ნიშნად, დღეს ფედერალური კანცელარიის შენობის თავზე ისრაელის დროშა აღიმართა. ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ყველაზე მკაცრად უნდა დაიგმოს! ისრაელის გვერდით ვდგავართ“, - დაწერა ავსტრიის კანცლერმა Twitter-ზე.

13 მაისს ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორის მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ოპერაცია მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელში მშვიდობა და უსაფრთხოება არ აღდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა