თეგებით ძიება
15. 05. 2021 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, ჰადი ამრი ისრაელში ჩავიდა. დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.

ორმხრივი იერიშები ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის კვლავ გრძელდება.

ბლინკენმა 12 მაისს განაცხადა, რომ ისრაელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხში, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.

ღაზას სექტორში სიტუაცია ორშაბათს დაიძაბა, რის შემდეგაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები ყოველდღიურად მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტებიც. პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა