თეგებით ძიება
15. 05. 2021 მსოფლიო

"კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია, მასაც აქვს არსებობის უფლება" - ინდოელი პოლიტიკოსის „ბრძნული“ მოსაზრებები

ინდოელმა პოლიტიკოსმა, ერთ-ერთი შტატის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტრივენდრა სინგჰ რავატმა განაცხადა, რომ კორონავირუსსაც აქვს არსებობის უფლება. ინდოელი პოლიტიკოსის ამ უცნაური განაცხადის შესახებ გამოცემა წერს.

პოლიტიკოსის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მისი განცხადებით, ფილოსოფიური თვალსაზრისით, ვირუსი ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი და მასაც სურს ცხოვრება.

„ადამიანები თავს ყველაზე ჭკვიანებად თვლიან და კორონავირუსის განადგურებას ცდილობენ, ამიტომაც ის მუდმივად მუტაციას განიცდის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად კაცობრიობამ კორონავირუსის ქცევის წინასწარმეტყველება უნდა ისწავლოს“, – აცხადებს ინდოელი პოლიტიკოსი.

ოპოზიციური პარტიის კონგრესმენმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, რავატს მსგავსი განცხადება პირველად არ გაუკეთებია. რავატი ადრე ამტკიცებდა, რომ ძროხა ერთადერთი ცხოველია, რომელიც ჟანგბადს სუნთქავს.

ცნობისთვის, ინდოეტში ერთ-ერთი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანაში რამდენიმე დღეში დაინფიცირდა კორონავირუსით. ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილას არის.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა