თეგებით ძიება
15. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელმა „ალ-ჯაზირას“ შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზას სექტორში დაბომბა შენობა "ალ-ჯალა", რომელშიც საერთაშორისო მედიის წარმომადგენლობები იყო განთავსებული, ისეთების როგორიცაა "ალ-ჯაზირა" და "ასოშიეთიდ პრესი".

ავიადარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობა მთლიანად განადგურდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმამდე იყო გაფრთხილებული შენობაში განთავსებული მედიის წარმომადგენლები. შესაბამისად, შენობიდან ხალხის ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.

ღაზას სექტორში სიტუაცია ორშაბათს დაიძაბა, რის შემდეგაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები ყოველდღიურად მიმდინარეობს. იბომბება დასახლებული პუნქტებიც. პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 2000-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ორმხრივი თავდასხმების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა