თეგებით ძიება
16. 05. 2021 მსოფლიო

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2900 რაკეტა გაუშვეს

კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2900 რაკეტა გაუშვეს.

ისრაელის ცნობით, ამ რაკეტებიდან 1150 გააუვნებელყვეს, ხოლო 450 ღაზას სექტორშივე ჩამოვარდა.

ღაზას სექტორში სიტუაცია 10 მაისიდან დაიძაბა. შეიხ-ჯარახის რაიონიდან რამდენიმე პალესტინელი ოჯახის გასახლების შემდეგ, მუსლიმებსა და ისრაელის პოლიციის შეტაკებები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტობრივად, განუწყვეტელი სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში 8 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

თავის მხრივ, ისრაელმაც განახიორციელა ავიაიერიშები ღაზას სექტორზე. თავდასხმების შედეგად "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა, ასევე განადგურდა ქარხნები და საწყობები, სადაც სამხედრო იარაღი მზადდებოდა და ინახებოდა.

პალესტინური მხარის ცნობით, ავიაიერიშების შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 47 ბავშვი და 29 ქალი, 1200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა