თეგებით ძიება
16. 05. 2021 მსოფლიო

მოდელი პირდაპირ ეთერში იმშობიარებს, კადრების ნახვა თქვენც შეგეძლებათ

სამი შვილის დედა, 39 წლის კარლა ბელუჩი, რომელიც ახლა მეოთხე შვილს ელოდება, საკუთარ მშობიარობაზე დამატებითი შემოსავლის მოპოვებას აპირებს.

მოდელი პირდაპირ ეთერში იმშობიარებს, კადრების ნახვა თქვენც შეგეძლებათ


კარლა პროფესიით მოდელია, თუმცა არც ისე წარმატებული. ინსტაგრამზე ასი ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა დღეს ამ რაოდენობით დღეს ვეღარავის გააკვირვებ. ამიტომ რეკლამის დამკვეთების რიგი ნამდვილად არ უდგას და მრავალშვილიანი დედა სულ შემოსავლის ძიებაშია. ფეხმძიმობას მუშაობაში ხელი არ შეუშლია, პირიქით, ეს მდგომარეობა კარგად გამოიყენა და ერთ-ერთ საიტზე საორსულე თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიებში მონაწილეობს.

ორსულობის თვეებში მან 40 000 ფუნტი სტერლინგის გამომუშავება შეძლო. მეტიც, ახლა უკვე ფინალური კუშის მოსახსნელად ემზადება - კარლა პირდაპირ ეთერში აპირებს მშობიარობას და ამ კადრებზე წვდომას ჰყიდის, ანუ მისი მშობიარობის ყურება ნებისმიერ მსურველებს 10 000 ფუნტ სტერლინგად შეეძლება. მსურველები უკვე გამოჩდნენ კიდეც.

"ჩემი მშობიარობის პირდაპირი ეთერი მსურდა რომელიმე ჟურნალს ან ტელეშოუს შეეძინა, მაგრამ არც ისეთი ცნობილი ვარ, ჩემით რომ დაინტერესებულიყვნენ“, - განმარტავს კარლა.

მომავალი დედა ბევრმა გაკიცხა „ყველაზე წმინდა და პირადული პროცესის“ გასაჯაროვებისთვის, განსაკუთრებით კი ამ ყველაფრიდან შემოსავლის მიღების სურვილისთვის. თუმცა კარლას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

კარლა ბელუჩიმ პირველად ინტერნეტმომხმარებლებს შორის სკანდალი მაშინ გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ 14 წლის ქალშვილისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებდა.

„არ მაინტერესებს ჩემი გოგონას განათლება, განსხვავებით ბიჭების განათლებისგან. ის გოგოა და პირველ რიგში, გარეგნობის იმედი უნდა ჰქონდეს, რათა უზრუნველყოფილად იცხოვროს. იდეალური გარეგნობა უნდა ჰქონდეს. ახლა კარდაშიანის მრგვალი და ფუმფულა ფორმები მოსწონს. როცა 16 წლის გახდება, ფილერებს გაიკეთებს და ამაშიც მხარს დავუჭერ. თუ უნდა, რომ გავლენიანი ბლოგერი და რეალითი შოუს ვარსკვლავი გახდეს, პლასტიკური ოპერაციები მისი ცხოვრების განაწესში შევა. ლამაზია, მაგრამ ოპერაციების შემდეგ კიდევ უფრო გალამაზდება“, - აცხადებდა კარლა. ამ სიტყვების გამო მას ჰეითერების საკმაოდ დიდი ტალღის მოგერიება მოუხდა. ახლა კი ბევრი სოცმომხმარებელი იმედოვნებს, რომ კარლას ამჯერადაც ბიჭი გაუჩნდება და კიდევ ერთ ქალშვილს არ უბიძგებს ნაადრევი პლასტიკური ქირურგიისკენ.


mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა