თეგებით ძიება
16. 05. 2021 მსოფლიო

იერუსალიმში ტერაქტი აღკვეთეს - არიან დაშავებულები

იერუსალიმში ტერაქრტი აღკვეთეს. მანქანაში მყოფი ტერორისტი, შეიხ ჯარახის რაიონში შეეცადა, პოლიციელებს დაჯახებოდა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

ებრაული მხარის ცნობით, ტეროტისტი ადგილზე გააუვნებელყვეს.

ღაზას სექტორში სიტუაცია 10 მაისიდან დაიძაბა. შეიხ-ჯარახის რაიონიდან რამდენიმე პალესტინელი ოჯახის გასახლების შემდეგ, მუსლიმებსა და ისრაელის პოლიციის შეტაკებები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ფაქტობრივად, განუწყვეტელი სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში 8 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

თავის მხრივ, ისრაელმაც განახიორციელა ავიაიერიშები ღაზას სექტორზე. თავდასხმების შედეგად "ჰამასის" რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა, ასევე განადგურდა ქარხნები და საწყობები, სადაც სამხედრო იარაღი მზადდებოდა და ინახებოდა.

პალესტინური მხარის ცნობით, ავიაიერიშების შედეგად 147 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 47 ბავშვი და 29 ქალი, 1200-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა