თეგებით ძიება
16. 05. 2021 მსოფლიო

ისრაელში სინაგოგა ჩამოინგრა - დაღუპულია 2 და დაშავებულია 100 ადამიანი

იერუსალიმში, სინაგოგის ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ასი დაშავდა. დაშავებულთა შორის, სულ მცირე, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს სინაგოგაში 650-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სინაგოგა ნაწილობრივ არის აშენებული, ორგანიზატორებმა კი იცოდნენ, რომ ის უსაფრთხო არ იყო მსგავსი რელიგიური ღონისძიების გასამართავად.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა