თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

დღეიდან ესტონეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იწყება

ესტონეთში დღეიდან 16 წელს ზემოთ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამასთან, გერმანიისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ასაკისა და პროფესიის მიხედვით პრიორიტეტული ჯგუფები განსაზღვრული არ არის: კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

50 წლამდე მოქალაქეები „ფაიზერის“, „მოდერნას“ და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით აიცრებიან, დანარჩენებს კი შეუძლიათ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა