ქალთა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა⚽
ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ერთმანეთს გოტენბურგში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ესპანური კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 0:4 დასრულდა. ოთხივე გოლი შეხვედრის პირველი 36 წუთის განმავლობაში გავიდა.
„ბარსელონა“ პირველი ესპანური კლუბი გახდა, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.