თეგებით ძიება

"პატიმარი იოსებ გორგაძე სასიკვდილოდ არის ნაცემი, ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა, აპარატზეა შეერთებული" - ადვოკატი

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­ში“ მო­თავ­სე­ბუ­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პა­ტიმ­რის ად­ვო­კატ­მა მუხ­რან ღურწკა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, პა­ცი­ენ­ტი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს. თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

ღურწკა­ი­ას თქმით, „გორ­გა­ძეს სა­ხის ძვლე­ბი აქვს და­ლე­წი­ლი, ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბა ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა, თუმ­ცა, ცი­ხის ექიმ­მა მას ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა“.

"გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ავა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მო­უ­ვი­და, გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლია, ავა­რი­ას 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ საქ­მე­ზე მის ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი, უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნია. ის 23 იან­ვარს შე­იყ­ვა­ნეს „ვი­ვა­მედ­ში“ ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბით. რე­ა­ლუ­რად, ადა­მი­ანს სა­ხის ძვლე­ბის არც ერთი ად­გი­ლი მთე­ლი არ აქვს, ნა­კაწ­რე­ბი, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი ჰქონ­და და ექი­მი არ აღ­წერს არა­ფერს, ინ­სულ­ტი აქვს, ია­ტაკ­ზე ეგდო და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­შიო. რა­ტომ არ აღ­წე­რეს გა­რე­გა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და რა­ტომ შე­იყ­ვა­ნეს ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით, როცა ამ კაცს ინ­სულ­ტი არ აქვს? არც ერთ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. მო­ვი­თხო­ვე, რომ კა­მე­რე­ბი და­არ­ქივ­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ვი­თხოვთ, ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი. სა­ხის მი­და­მო­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 37 მო­ტე­ხი­ლო­ბა აქვს, ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აქვს და უმ­ძი­მე­სა­დაა. ვინ და რა­ტომ ცემა, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. არც ერთხელ ცი­ხი­დან არ და­უ­რე­კავთ არც ჩემ­თვის და არც ოჯა­ხის­თვის, თქვე­ნი შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს ადა­მი­ა­ნი სა­სიკ­ვდი­ლოდ არის ნა­ცე­მი, ნა­წა­მე­ბი, ეს ფაქ­ტია. ეს ამ­ბა­ვი პა­ტი­მარ­მა შე­მა­ტყო­ბი­ნა, გორ­გა­ძის თა­ბა­მე­საკ­ნე ვარ, ცუ­დად გახ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს, ხომ არ იცი რო­გორ არის, მისი თა­ნა­მე­საკ­ნე ვარო. ამის შემ­დეგ და­ვი­წყე მოკ­ვლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ღურწკა­ი­ამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა