თეგებით ძიება

ხვალ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგება

ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა.

პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.

თამაში ხვალ თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა