თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

ისლანდიაში მდებარე ვულკანი ფაგრადალსფიადლი იყიდება

ისლანდიაში იყიდება მიწა, რომელზეც ცნობილი ვულკანი ფაგრადალსფიადლი მდებარეობს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსურველებს ვულკანის მთლიანად ან მისი ნაწილის ყიდვა შეუძლიათ. ვულკანი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკისგან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. მისი ამოფრქვევა 19 მარტს დაიწყო და ვულკანი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი - ენთუზიასტები მას დრონებით იღებდნენ, მეცნიერები კი ამოფრქვეულ ლავაზე ჰოთ-დოგებს წვავდნენ.

ვულკანი კერძო მიწაზე მდებარეობს, რომელიც მიწათმფლობელთა ასოციაციას ეკუთვნის. მათ ფაგრადალსფიადლის გაყიდვის შესახებ არაერთი წინადადება მიიღეს და რამდენიმეს განიხილავენ. ასოციაციაში ვულკანის ფასს არ აკონკრეტებენ.

თავის მხრივ, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ ვულკანის ახალ მფლობელებს მასთან ადამიანების მისვლის შეზღუდვის უფლება არ ექნებათ: ქვეყნის მთავრობამ ობიექტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 70 მილიონი კრონა ($564 000) უკვე გამოყო.

გეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ფაგრაფალსფიადლის ამოფრქვევა შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა