თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის ირანელ კოლეგა ჰასან რუჰანის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

საუბრისას მხარეებმა თურქეთ-ირანის ურთიერთობები და ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე დაპირისპირება განიხილეს.

ერდოღანის თქმით, ოფიციალური ანკარა მკაცრად გმობს პალესტინელთა წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს.

რუჰანისთან საუბრისას, თურქმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ისლამური ერთიანობის მნიშვნელობას ამჟამინდელი კრიზისის საპირისპიროდ.

წყარო:1tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა