თეგებით ძიება
17. 05. 2021 მსოფლიო

რან გიდორი: ყველაფერი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასი“ ამისთვის საკუთარ ფასს გადაიხდის

ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ დიალოგს ან მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, რადგან ის საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, მომხდარის გამო „ჰამასი“ საკუთარ ფასს გადაიხდის.

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ყველა ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ ისრაელმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას. ეს იყო პროვოკაციული და უსამართლო სარაკეტო იერიში „ჰამასისგან“ ისრაელის მოქალაქეებზე. ეს ყველაფერი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასი“ ამ ყველაფრისთვის საკუთარ ფასს გადაიხდის. ჩვენ არ ვაპირებთ პირდაპირ დიალოგს ან მოლაპარაკებებს „ჰამასთან“, რადგან ის საერთაშორისოდ არის აღიარებული როგორც ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა რან გიდორმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა