თეგებით ძიება

"ამ ყველაფერს "აპრავებთ" და თანამონაწილეებიც ხართ, ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ... დასანანია,რომ "სასტავში" რამდენიმე მამრიც აღმოჩნდით" - რუსუდან მუმლაძე

მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"მოკლედ, ჩემი გვერდის კედელი დავხურე!
თუმცა,პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, პიროვნულ სიმპატიას გამოხატავენ, უამრავი დადებითი შეფასება მოვისმინე,როგორც მუსიკოსმა!

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხალხი არჩევს შავს და თეთრს! ნიჭიერს და უნიჭოს! მახინჯს და ლამაზს! ბოროტს და კეთილს! ყალბს და ნაღდს! არაფერი რომ არ იმალება, ამაშიც ბოლომდე დავრწმუნდი და ხალხმა რომ ყველაფერი იცის ვინ ვინ არის! წარსულით, ბინძურად ნაკეთები საქმეებით და ურთიერთობებით, აი ძაან "დაფარული"პირადი "გრეხები" -ც კი! რაც მეგონა მარტო მე და მხოლოდ კულუარულმა წრემ იცოდა...ცინიზმი და სნობიზმი, ყოველთვის საჯაროდ ჩანდა! ის გარემოცვა, რომლებიც ამ ყველაფერს "აპრავებთ" და თანამონაწილეებიც ხართ, ისე აიხიეთ სახე და ისეთი იკადრეთ, რომ ზურაც კი გააკვირვეთ! რა დასანანია,რომ "სასტავში" რამოდენიმე მამრიც აღმოჩნდით, რომლებიც მეც რომ თავი დამანებოთ, ზურასი უნდა გეუხერხულებოდეთ, რადგან წლების ნაცნობობა გაკავშირებთ!!!!

ამ ყველაფრის მერე, ჩემი "ფარულ კონვერტში" გამოსვლის შემდეგ " დაჩაგრულის მანტია" მოისხა მავანმა!!!! რა საოცარია არა?!
რაც არ უნდა მლანძღონ, უნიჭო და მახინჯი მეძახონ, არ ავღელდები, რადგან სიყალბე,ტყუილი, ორმაგი თამაშები,ზურგს უკან სიბინძურების კეთება, ადამიანების ძირის თხრა,დაჩაგვრა, ცინიზმი, ჩემგან შორსაა. დიახ! აი ეს არის ჩემთვის მთავარი!
დიახ! ზუსტად ამიტომაც აღმოჩნდა ზურა ჩემს გვერდზე! სჯობს გვინ, ვიდრე არასდროს!

ვაზელინით გაპოხილი, ნაძალადევი და შეკვეთილ-ნამათხოვრები პოსტები და კომენტარები კი მძულს, ზუსტად ამიტომ დავხურე კედელი!
ყოველგვარი თხოვნის და შეკვეთების გარეშე,სრულიად უცხო ადმიანების გულწრფელი სიტყვები და შეფასებები მირჩევნია! ნაცნობ-მეგობრები ისედაც კარგად მიცნობენ!

უამრავი ადამიანი დავიმეგობრე ფეისბუკზე! უყურადღებოდ არვის ვტოვებ,ყველას ვიმატებ. უკვე ლიმიტიც მეწურება"იმისიანებს" და
"იმისიან" ტროლ-ბოტებს კი დაგბლოკავთ! რომლებიც ერთ დღინი, შექმნილი გვერდებიდნ შემოიდიხართ!

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამხელა სითბო და პოზიტივი გამოუშვით ჩემსკენ!!!
მადლობა!
რამოდენიმეს გამოვაქვეყნებ!", - წერს მუმლაძე ფეისბუქზე.

[flash=425,264]

მოკლედ, ჩემი გვერდის კედელი დავხურე! თუმცა,პირად შეტყობინებაში მწერს უამრავი ადამიანი. მამხნევებენ, პიროვნულ სიმპატიას...Posted by Rusudan Mumladze on კვირა, 23 მაისი, 2021

[/flash]

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა