„სულ ფეხზე არ კიდია ხარებას შეუშვებენ თუ არა, არც მორგოშია აპირებს იელის უნივერსიტეტში სწავლას და არც მახარაძე მაიამის “ პლიაჟზე “ რუჯის მოღებას“ - სანდრო ბრეგაძე
აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის მიერ და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
აშშ სანქციები დააწესაო , ისტერიულად გაჰყვირის სალიბერასტეთი - არადა ჩემი მეზობელი არტურა უფრო ახლოსაა რეალურ პოლიტიკასთან,ვიდრე ის ხალხი ვინც დაასანქცირეს‼️‼️‼️
იმედია არტურა და მეორე მეზობელი ჯემალა გადაურჩებიან სანქციებს ‼️‼️‼️
სულ ფეხზე არ კიდია ხარებას შეუშვებენ თუ არა ამერიკაში , არც მარგოშია აპირებს იელის უნივერსიტეტში სწავლას და არც მახარაძე მაიამის “ პლიაჟზე “ რუჯის მოღებას ‼️‼️‼️
ეს იცით რას ჰგავს - გამოცხადებული რომ გაქვს საქართველოს მთავრობას სანქციები უნდა დავუწესოოო და მერე ამ სანქციების თავი არ გაქვს , ამიტომ შემთხვევით ხალხს აარჩევ , რომ მთლიანად უ…კო არ გამოჩნდე ‼️‼️‼️
ავღანეთივით დაგვიკიდა ამერიკამ და მეშინია 26 ოქტომბრის შემდეგ კოპიტნარის აეროპორტში აფრენილი თვითფრინავის შასიზე გვარამია ან ხაზარაძე არ ვნახო ჩამოკიდებული ‼️‼️‼️
Goodbye America, hello Occupy Russia - წერს სანდრო ბრეგაძე.