თეგებით ძიება

შერიგება კი ბატონო, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქეთ მოგვიხდიან ბოდიშს - დინა მირცხულავა

მწერალი დინა მირცხულავა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

რამდენიმეჯერ იყო დედა გადასული აფხაზეთში ომის შემდეგ.

და სრულიად სხვა სურათი ჩამოიტანა.

არ მახსოვს, ჩვენს სახლში რაიმე სუფრასა თუ თავშეყრაზე - მამას ჭიქა არ აეწიოს და სადღეგრძელო არ ეთქვას, რომ ჩვენ უნდა შევრიგდეთ, რომ აფხაზებიც ისეთივე ქართველები არიან, როგორც ჩვენ და რომ, რომ ....

მაგრამ სულ სხვა სურათია აფხაზეთში, არასოდეს არ ამბობენ ამას, რომ უნდა შევრიგდეთ, რომ ერთნი ვართ და ა.შ.

თბილისიდან ჩასულ ადამიანებს "სტუმრებს" ეძახიან.

კი, კი სტუმრებს...

სტუმრები არიანო ჩვენს მიწაზე.

კიდევ ბევრის დაწერა შემიძლია, უბრალოდ ჩემს აფხაზ ნათესავებს ვცემ პატივს და აქაც ცალმხრივია ეს პატივისცემა.

იმ ფონზე, როცა 27 სექტემბერს, როგორც დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.

მთელი შეგნებული ცხოვრება იმით ვამაყობ, რომ როგორც ქართველს არავისთვის და არავისთან არა მაქვს ბოდიში მოსახდელი.

ისტორიულად არასოდეს არავის მივვარდნილვართ საკუთარ მიწაზე და ომი არ დაგვიწყია, არასოდეს ვყოფილვართ დამპყრობელი ერი.

შერიგება კი ბატონო, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქეთ მოგვიხდიან ბოდიშს - წერს დინა მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა