თეგებით ძიება

"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას" - ზურა ჯაფარიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქციაზე

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე თბილისში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით.

ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით.

ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა @₾ე", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა