თეგებით ძიება

"დედა ვიპოვეთ, დედამ შვილი იპოვა! ჩემს მეუღლეს ყოლია ძმა, მამა, დედა, რომელსაც არ გაუხდია შავები შვილის "სიკვდილის" შემდეგ" - ემოციური ისტორია

ფეისბუქ ჯგუფში - "ვეძებ" სოციალური ქსელის მომხმარებელი, გვანცა მეუნარგია ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"პატარა ბავშვი სურვილს რომ ჩაიფიქრებს და ინატრებს ახდენას... გგონიათ მხოლოდ ბავშვიბაშია ეს შესაძლებელი?? არა! დღესაც ხდება ოცნებები!!! თითქმის 33 წლის შემდეგ ახდა ოცნება! ვიპოვეთ! ვინ?? დედა! დედა! დედა ვიპოვეთ, დედამ შვილი იპოვა! არც ეძებდა ისე იპოვა, იმიტომ რომ მას ჩვენ ვეძებდით და ვიპოვეთ! მადლობა ამ ჯგუფს, მადლობა Tamuna Museridze !!!! დღეს ჩემს მეუღლეს, რომელსაც ჯერ მამა და 6 თვის წინ დედა გარდაეცვალა, დღეს ჩემს მეუღლეს ყოლია მამაც დედაც ძმაც ძმიშვილიც, ოჯახი, რომელიც მას დაატირებდა მთელი 33 წელი, ყავს დედა, რომელსაც არ გაუხდია შავები შვილის "სიკვდილის" შემდეგ... დღეს მეც მყოლია დედამთილი და მამამთილი, მაზლი და მე ვყოფილვარ ბიცოლა რომლებიც სიყვარულით და ცრემლებით გადავსებული თვალებით მთხოვენ ჩემი შვილების , მათი შვილიშვილების სურათის ნახვას, აი ეს ზღვა და ჩემთვის წარმოუდგენელი სიყვარული დამეცა თავზე და სრულიად შეცვალა ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება! მადლობა ამ ჯგუფს და მადლობა იმ სრულიად შემთხვევით ნანახ ვიდეოს სადაც გოგონა ყვებიდა თუ როგორ იპოვა ძმა, რომ არა ის, დღესაც ვერსად მივაგნებდით და დღესაც ჩემი მეუღლის დედა შავებში კვლავ დაუᲜთებდა მიცვალებულ ჩვილს სანთელს... როგორ გირჩიოთ რომ არ დანებდეთ , რადგან თავად ვნებდებოდით მაგრამ კვლავ იმედი იჩენდა თავს და კვლავ ვაგრძელებდით და იმედი არ დაკარგოთ არავინ! დანებდით დროებით თუნდაც, მაგრამ იმედი ისევ ძალას მოგცემთ ყველას რომ განაგრძოთ! ვიპოვეთ! ვიპოვეთ!!! დღეს მეუღლემ დამირეკა და პირველი რაც მითხრა: "მამას ველაპარაკეო"!!! მამას ელაპარაკა!! მამა გაიცნო 33 წლის მერე, მამა, რომელიც "გარდაცვლილ" შვილს გლოვობდა.. წელს პირველად , 33-ე დაბადების დღეს ჩემი მეუღლე გადაიხდის 26 ივლისს, თავის ნამდვილ დაბადების დღეზე და მას მიულოცავს ნამდვილი მშობელი დედა და მამა!!!!!", - წერს გვანცა მეუნარგია ჯგუფში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა