თეგებით ძიება

5 მთავარი ნიშანი, როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი მამაკაცი

ადამიანების ამოცნობას დიდი ნიჭი და გამოცდილება სჭირდება. ხშირად მატყუარა, ფსიქოპათი ადამიანები თავიანთ უარყოფით თვისებასა და საზარელ ქმედებებს ლამაზად, ყველასგან შეუმჩნევლად ფუთავენ და საზოგადოებაში ანგელოზებად ჩნდებიან. მატყუარა, მოძალადე და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ და თუ მსგავსი თვისების მამაკაცი თქვენი პარტნიორია, ჯობს, დროულად, რაც შეიძლება მალე ჩამოიშოროთ ის.

ის გაჯერებთ, რომ ყველაფერი თქვენი ბრალია

ხშირად კამათსა თუ ჩხუბში მცირედით ორივე მხარეა დამნაშავე, თუმცა, თუ თქვენი პარტნიორი ყოველთვის ცდილობს, თავისი შეცდომა თქვენ გადმოგაბრალოთ, მაშინ დროა, საბოლოოდ
ჩამოიშოროთ ის. ფსიქოპათი მამაკაცები თვლიან, რომ მათ არაფერი ეშლებათ და ყველა სიტუაციაში მართალნი არიან.

"საყვარელო, შენთან ჩხუბი არ მინდა. ვიცი, გიჭირს პრობლემების მოგვარება, მაგრამ არა უშავს, ამას ერთად გადავლახავთ".

ხედავთ? ახლა მან პრობლემები თქვენ გადმოგაბრალათ და გაგრძნობინათ, რომ დამნაშავე მხოლოდ თქვენ ხართ.



ის თვლის, რომ ყველაფერი ნეგატიური ფაქტი თქვენ გამო ხდება

ეს ნიშანი პირველს მოგაგონებთ, თუმცა მისგან განსხვავებულია. ფსიქოპათი მამაკაცები თვლიან, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი ნეგატივი მხოლოდ თქვენ გამო ხდება, თუმცა თქვენი გაშვების სურვილი არ აქვს.

მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, მეგობრებთან პრობლემები აქვს და ეს ყველაფერი, მისი აზრით, მხოლოდ თქვენი ბრალია, რადგან პარტნიორს სტრესავთ და სიმშვიდის მოპოვებაში ხელს უშლით. ასეთი ფიქრებისა და განცდების ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან მალევე უნდა გაუშვათ.



ის ტირის თავის შესაცოდებლად

ფსიქოპათი მამაკაცები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მართლები გამოჩნდნენ და შესაძლოა, ამის მისაღწევად ტირილი, მუხლებზე დაჩოქება და გოდებაც კი არ მოერიდოთ.

თუ ისეთ სიტუაციაში მოხვდით, სადაც თქვენ ხართ მართალი და ის ტირილით თავს გაცოდებთ, გამოტრიალდით, დატოვეთ და არასდროს დაუბრუნდეთ მას.

ის იზოლაციაში გამყოფებთ

კიდევ ერთი დამღუპველი ქმედება, რასაც ქალბატონები სიყვარულის გამო თმობენ, იზოლირებაა. ფსიქოპათ მამაკაცებს არ სჭირდებათ სხვები, რადგან ასე თქვენი მართვა გაუძნელდებათ. ამიტომ ის ნელ-ნელა გაშორებთ მეგობრებს, ახლობლებსა და შესაძლოა, ოჯახის წევრებსაც.

"არ გჭირდება ისინი, შენ მე გყავარ" - არ დაუჯეროთ მას, ის ემოციურად მოქმედებს თქვენზე.

ყურადღებას გაკლებთ

ბოლო ნიშანი არ უნდა გამოგრჩეთ. ალბათ, გაგიგიათ მამაკაცების წუწუნი: რომ დრო არ აქვთ და ვერ გნახავენ. თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი თვლის, რომ დროს აკარგვინებთ და დღის გარკვეული მონაკვეთი თქვენთან არ უნდა გაატაროს, იცოდეთ, რომ ეს არასწორია.

მას ურთიერთობაში დრო ყველაფრისთვის უნდა ჰქონდეს, მათ შორის, თქვენ სანახავად. არ ჩათვალოთ, რომ ის ბევრ დროს გითმობთ, უბრალოდ დაივიწყეთ ასეთი ადამიანი სამუდამოდ და ცხოვრება მათ გარეშე განაგრძეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა