880 ათასი ლარი წინასაარჩევნოდ შენობების რემონტისთვის - თამარ ჟვანია ფულის გამოყოფას დაჩქარებული წესით ითხოვს
წინასაარჩევნოდ ცესკო შენობების რემონტისთვის 880 ათას ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. როგორც დოკუმენტებით დგინდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანხების გამოყოფას დაჩქარებული წესით ითხოვს, რომელსაც საარჩევნო ოლქებს შენობებს დაახარჯავს.
ევროპული საქართველოს წევრი ბესიკ დონაძე, რომელიც ხელისუფლების მიერ კორუფციულ გარიგებებს იკვლევს, აცხადებს, რომ ცესკო-ს ტენდერი უნდა გამოეცხადებინა წინასწარ და ერთი კომპანიისთვის ფულის კეთების საშუალება არ მიეცა:
"თანხებიდან თუ ვიმსჯელებთ, არის ოლქები, სადაც 80 ათას ლარს ხარჯავს, არის ოლქები, სადაც 7 ათას ლარს ხარჯავს. ეს თანხები ვერ უზრუნველყოფს 17 კომისიის წევრისთვის დამოუკიდებელი სამუშაო სივრცის შექმნას. წინასწარ უნდა გაეთვალა ყველაფერი და შესყიდვა გაეკეთებინა ტენდერით და არა ერთ პირთან მოლაპარაკებით. ერთ პირთან მოლაპარაკებით კონტაქტების გაფორმება ყოველთვის აძლევს ფულის კეთების საშუალებას და კორუფციულ ნიშნებს ატარებს და ეს ნიშნები არის ამ შესყიდვაში", - აცხადებს დონაძე.