თეგებით ძიება
26. 05. 2021 COVID - 19

1 015 ინფიცირება, 1 151 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 340 330-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 321 928 პირი.

დადებითობის მაჩვენებელია, დღიური - 2,56%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,71%-ია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა