საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4682 ადამიანი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,56%, ბოლო 14 დღის - 3,77%, ბოლო 7 დღის - 3,71%-ია.