ამ ეტაპზე საქართველოში 891 მძიმე პაციენტია
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 891 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 102, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 13, იმერეთში - 17. 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 349 - თბილისში, 284- აჭარაში. 9 082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 33. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 766 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 253 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 327 პირი, აჭარაში - 2 034, იმერეთში - 1 640.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 340 330 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 321 928, გარდაიცვალა 4 682 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.