თეგებით ძიება
26. 05. 2021 მსოფლიო

აშშ ავღანეთიდან ჯარს დათქმულ ვადაზე ადრე გაიყვანს

აშშ და მისი მოკავშირეები ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს 2021 წლის ივლისში გაიყვანენ, რაც ჯოზეფ ბაიდენის მიერ დასახელებულ ვადებზე ადრეა. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალები ავღანეთს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე დატოვებს, რითაც ამ ქვეყანაში ამერიკული ჯარის ყოფნის 20-წლიანი ისტორია დასრულდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ პენტაგონს ამ დრომდე არა აქვს ზუსტი ხედვა, თუ როგორ აპირებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ალ ქაიდასთან“ ბრძოლას.

2020 წელს აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციამ მოძრაობა „თალიბანის" წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით ამერიკულ ჯარს ავღანეთი 1-ელ მაისამდე უნდა დაეტოვებინა. შემდეგ ეს ვადა 2021 წლის სექტემბრამდე გადაიწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა