ალაბამას შტატში მომხდარი სროლისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა
ოთხი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა ალაბამას შტატში მომხდარი სროლისას. პოლიციის ინფორმაციით, ორი მამაკაცი და ერთი ქალი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. კიდევ ერთი ადამიანი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველების ვარაუდით, სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.