თეგებით ძიება
26. 05. 2021 COVID - 19

საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ პირებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის გავრცელების გამო, საფრანგეთში დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ პირებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ზომის ძალაში შესვლის თარიღსა და სხვა დეტალებს დღის განმავლობაში დააზუსტებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, ოფიციალურად 53 ტერიტორიაზეა დაფიქსირებული


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა