თეგებით ძიება
26. 05. 2021 მსოფლიო

კალიფორნიაში ქალაქი კორკორანი მიწაში იძირება

კალიფორნიაში მდებარე ფერმერთა ქალაქი კორკორანი მიწაში იძირება. ჯერჯერობით შეუმჩნეველი ფაქტი NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს.

ბოლო 14 წლის განმავლობაში, ქალაქის ზოგიერთი ადგილი 3,5 მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა ქვემოთ. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული პროცესი გამოწვეულია მიწისქვეშა ქანების წყლისგან დაცლით, რაც მიწის დაჯდომას იწვევს.

ექსპერტების თქმით, ქალაქი ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრიდან - 0,6 მეტრამდე სიღრმემდე ჩადის ქვემოთ, თუმცა ეს სახლებისა და მაცხოვრებლებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი აზრით, მომდევნო 19 წლის განმავლობაში, მიწის დონე კიდევ 1,8 მეტრიდან 3,4 მეტრამდე ჩაიწევს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ქანების გამოშრობა გამოწვეულია სახნავ-სათესი ფართობების მორწყვის მიზნით განხორციელებული დიდი ოდენობით წყლების მიწიდან ამოტუმბვისაგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა