რატომ უყვარდებათ ცალმხრივად? - 3 გრძნობა
თქვენი ბრალი არ არის, რომ ის ადამიანი შეგიყვარდათ, ვინც მუდამ გისმენდათ და თქვენზე ზრუნავდა. ამ გიჟურ სამყაროში, სადაც ადამიანები მუდამ დაკავებულები არიან, იშვიათად შეხვდებით ვინმეს, ვისაც შეუძლია დრო დაგითმოთ და მოგისმინოთ. თქვენ იპოვეთ მონათესავე სული, რომელმაც მოგანიჭათ ისეთი რამ, რაც თქვენს გულს არა მხოლოდ სურდა, არამედ შინაგანად სჭირდებოდა კიდეც.
1.თქვენ შეძელით ემოციურად გახსნა, რადგან თავს უსაფრთხოდ გრძნობდით, ენდობით ამ ადამიანს და მის მიმართ ემოციურად დაუცველი გახდით. მან გამოკვება თქვენი სული და ამიტომ, თქვენ ის შეგიყვარდათ. ნუ იფიქრებთ, რომ სულელი ხართ, ესაა ყველაზე ადვილი შეცდომა, რომელიც ადამიანს შეუძლია დაუშვას.
2. მეგობრობა
ადამიანებს შორის ურთიერთობები, ძალიან ხშირად დამაბნეველია. ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ისინი გარკვეულ სიგნალებს გასცემს, მაგრამ მეორემ შეიძლება ეს ინფორმაცია სულ სხვაგვარად მიიღოს. ეს ყველაფერი აღქმას უკავშირდება, ასე რომ ცუდად ნუ იგრძნობთ თავს, თუ ვინმეს მეგობრობა შეცდომით სიყვარულად გადათარგმნეთ.
თუმცა დაიმახსოვრეთ, ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი და ნათელი რომ ყოფილიყო, თქვენ ამ გაურკვეველ სიტუაციაში არ აღმოჩნდებოდით. შემდეგ ჯერზე უმჯობესი იქნება, თუ მაქსიმალურად შეეცდებით ადამიანისგან სიგნალების ნაცვლად, სიტყვების მიღებას. ასე თავიდან აიცილებთ ცალმხრივად შეყვარებას.
3. ჩამოუყალიბებლობა
თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ სხვისი ემოციები ან წაიკითხოთ მისი გონება. ეს ყველაზე საშინელი და სარისკო პრობლემა სიყვარულში. თუ თქვენ არ გაქვთ სწორი კომუნიკაცია, საკმაოდ ადვილია შეცდომაში შეიყვანოთ სხვა ადამიანებიც. შეიძლება, იფიქროთ, რომ ვინმე ერთგულია თქვენს წინაშე, როდესაც სინამდვილეში ის დაბნეულია და ისევ ცდილობს გადაწყვიტოს რა სურს.
თუ სხვა ამას სიტყვებით არ გაგიზიარებთ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიხვდებით თუ რა ხდება სინამდვილეში. თავს ნუ დაიტანჯავთ იმაზე ფიქრით, რომ ვერ ხვდებოდით. შეუძლებელია გაიგოთ რა ხდება სხვა ადამიანის გონებაში, თუ ის ინფორმაციას თქვენამდე სწორად არ მოიტანს.